ბექა მიქაუტაძე: ვაჟა-ფშაველაზე საფარის მოხსნის შედეგად ასფალტით დაფარული ჭები აღმოჩნდა

საბურთალოს რაიონის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე დღეს ვაჟა-ფშაველას N1 ჩიხსა და ანტონოვსკაიას ქუჩებზე იმყოფებოდა, სადაც საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება უკვე დაიწყო.

ვაჟა-ფშაველას პირველი ჩიხი გამზირს ზაქარიაძის ქუჩასთან აკავშირებს და საკმაოდ დატვირთული ქუჩაა, რადგან ის ცენტრალურ გამზირზე საგზაო მოძრაობის განტვირთვას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს. ამ მისამართზე მოძრაობა გადაკეტილია, უკვე მოიხსნა ძველი, დაზიანებული საფარი და მიმდინარეობს მიწისქვეშა საკომუნიკაციო კვანძების მოწესრიგება და მათი მიყვანა საგზაო ნიშნულამდე.

ამ მისამართზე ასფალტის საფარის მოწყობა 2 492მ2 ფართობზე იგეგმება. კაპიტალურად შეკეთდება გზის საფარი ანტონოვსკაიას ქუჩაზე, რომელიც ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირებს აკავშირებს. პირველადი სამუშაოები აქაც პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს. ასფალტის საფარი აქ 1851 მ2 ფართობზე დაიგება, მოწესრიგდება მიწისქვეშა კომუნიკაციები და მოეწყობა ტროტუარები.

გამგებელი შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენელს გაესაუბრა და სამუშაოების დასრულების ვადებით დაინტერესდა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ყველა ობიექტზე მუშაობა გეგმა-გრაფიკის მიხედვით წარიმართოს. ბექა მიქაუტაძე ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა და მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

“ამ მისამართებზე გზა სავალალო მდგომარეობაში იყო, ძველი საფარის მოხსნის შედეგად კი აღმოჩნდა მიწისქვეშა კომუნიკაციების ჭები, რომლებიც ასფალტით იყო გადაფარული. იყო 20-მდე დაზიანებული ჭა, რომელთა შეკეთებაც მიმდინარეობს. სამუშაოები გეგმა-გრაფიკის მიხედვით მიდის და ვიმედოვნებთ, რომ რამდენიმე კვირაში აქ გზის მოასფალტება უკვე დასრულებული იქნება“, – განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.

კომპანია „ჯეოსერვისი“ ამჟამად საგზაო სამუშაოების საბურთალოს რაიონში 6 ობიექტზე აწარმოებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად