ბექა მინდიაშვილი: სამწუხაროდ, საქართველოს ეკლესიაში რუსეთის გავლენა ძალიან დიდია

სამწუხაროდ, საქართველოს ეკლესიაში რუსეთის გავლენა ძალიან დიდია, – ამის შესახებ თეოლოგმა ბექა მინდიაშვილმა განაცხადა „აიპრესის“ კითხვაზე – როდესაც მეუფეები ერთმანეთს პრორუსულობას აბრალებენ, ეს რაზე მიანიშნებს?

_ ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ეკლესიაში რუსეთის გავლენა ძალიან დიდია. აქეთ იაკობი აბრალებს პეტრეს რუსეთის აგენტობას, იქით პეტრე იაკობს და ა. შ. ყველა ერთმანეთს რუსეთის აგენტობას აბრალებენ. მეორე მხრივ ასევე მიანიშნებს იმაზე, რომ რუსეთის სამსახური, უშუალოდ რომ ვთქვათ პუტინის სამსახური არის უკიდურესად მძიმე ბრალდება საზოგადოებრივი თვალსაზრისით. იმიტომ, რომ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ანტირუსულად არის განწყობილი.

საპატრიარქოს და სინოდის წევრთა ნაწილი თავისი ქმედებებიდან გამომდინარე და იქიდან გამომდინარე რომ წლების განმავლობაში სწორედ რუსეთის ინტერესებს უჭერენ მხარს საერთაშორისო ასპარეზზე, ეს ფაქტი იმაზე მეტყველებს, რომ სამწუხაროდ რუსეთის გავლენა ძალიან დიდია ეკლესიაში.

ბექა მინდიაშვილის ინტერვიუს სრულად მკითხველს მოგვიანებით შევთავაზებთ.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად