ბექა მინდიაშვილი: რაც საპატრიარქოში ხდება, ყველაფერი საპატრიარქოს ტახტისთვის ბრძოლასთანაა დაკავშირებული

თეოლოგი ბექა მინდიაშვილი მიიჩნევს, რომ ყველაფერი ის, რაც ახლა საპატრიარქოში ხდება, საპატრიარქოს ტახტისთვის ბრძოლასთან არის დაკავშირებული.

ამის შესახებ მინდიაშვილმა “აიპრესთან” ინტერვიუში ისაუბრა, რომელსაც სრულად მკითხველს მოგვიანებით შევთავაზებთ.

“საპატრიარქო ტახტისთვის ბრძოლა დიდი ხანია დაიწყო. დაახლოებით 20 წელია ისმის, რომ ესა თუ ის ეპისკოპოსი ქმნის თავის დაჯგუფებას, ამრავლებს საკუთარი მღვდელმთავრების რაოდენობას, რათა სინოდზე მეტი ხმის მიღების შესაძლებლობა ჰქონდეს. განსაკუთრებით მწვავე ფაზაში ეს ბრძოლა სწორედ ციანიდის სკანდალის პერიოდში შევიდა და ყველაფერი რაც ხდება საპატრიარქოში, დაკავშირებულია საპატრიარქოს ტახტისთვის ბრძოლასთან. ეს არის ერთმნიშვნელოვანი”, – განაცხადა ბექა მინდიაშვილმა.

შეგახსენებთ: მეუფე იაკობმა 26 ოქტომბერს განაცხადა, რომ მას პატრიარქის გადაყენებასთან დაკავშირებით „ეჩალიჩებოდნენ“. ამ საკითხზე საუბრისას მეუფე იაკობმა აღნიშნა, რომ შეხვედრა მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში შედგა, რომელსაც, მისივე თქმით, ვახტანგ გომელაური და გიორგი გახარია ესწრებოდნენ. აღნიშნული განცხადება მან 28 ოქტომბერს კიდევ ერთხელ დაადასტურა. ამასთან, მეუფე იაკობი 28 ოქტომბერს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსობიდან და საპატრიარქოს საფინანსო-ეკონომიური საბჭოს თავმჯდომარეობიდან გადადგა.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად