ბექა მინდიაშვილი: მღვდელმთავრები ძალაუფლების ბრძოლასა და ფინანსების განაწილებაში არიან ჩართულნი

მღვდელმთავრები ვეღარ აცნობიერებენ, რომ ღვთის მსახურები არიან, – ამის შესახებ თეოლოგმა ბექა მინდიაშვილმა “აიპრესთან” ინტერვიუში განაცხადა, რომლის სრულ ვერსიასაც მკითხველს მოგვიანებით შევთავაზებთ.

_ მეუფე იაკობის ქორეპისკოპოსობიდან გადადგომას რით ხსნით?

_ ეს იყო ძალიან სიმბოლური შინაარსის მატარებელი და არა ფაქტობრივი შინაარსის. ვინაიდან, გადადგომა ამ შემთხვევაში ქორეპისკოპოსის პოზიციიდან არაფერს არ ნიშნავს. იმიტომ, რომ ის რჩება მღვდელმთავრად და სინოდის წევრად. ის კვლავ აც უძღვება ბოდბის ეპარქიას.

აქ პრობლემა სხვა რამეშია. პრობლემაა ის, რომ საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავრები ვეღარ აცნობიერებენ იმას, რისთვის არიან ეკლესიაში. ვერ აცნობიერებენ იმას, რომ ისინი არიან ღვთისმსახურები, რომ მათი მთავარი მისია მოწოდებაა, რომ ადამიანების სულთა ხსნას შეუწყონ ხელი. დაუმკვიდრონ სახარებისეული ღირებულებები და იქადაგონ ქრისტიანობა. ეს აღარ ხდება ეკლესიაში. ყველაფერი ჩართულია ძალაუფლებისთვის ბრძოლასა და ფინანსური რესურსების გადანაწილებაში. ეს არის მთავარი პრობლემა და ეს ძალიან თვალსაჩინოდ დაგვანახა იაკობის ინტერვიუმ.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად