ბექა მამუკაშვილი ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა

ბექა მამუკაშვილი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. იუგოსლავიის ქალაქ ნოვი სადში 23 წლამდელ ახალგაზრდათა შორის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს.

ბერძნულ-რომაულის სტილით მოჭიდავეთა 77 კგ წონით კატეგორიის ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ბექა მამუკაშვილმა აზერბაიჯანელი არიფ ნიფტულაევი დაამარცხა.

სამ წონით კატეგორიაში დასრულებული ფინალური ბრძოლების შემდეგ საქართველოს ნაკრებს ორი ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედალი აქვს.

ავტორი: რაულ კაპანაძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად