A1 ბანერი

ბექა ლომთაძე ოქროს ვერ შეწვდა

ვლადიკავკაზში თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა საერთასორისო ტურნირზე “ალანები-2018′ ფინალური შეხვედრები მიმდინარეობს

61 კგ წონით კატეგორიის ფინალში ბექა ლომთაძე რამაზან ფერზალიევს ხვდებოდა. პირველი პერიოდის დაწყებიდან 1 წუთის და 26 წამის გასვლისას ფერზალიევის მიერ ლომთაძის ხალიჩიდან გაყვანისთვის აღებული ქულა მხოლოდ მეორე პერიოდის მე-20 წამზე გაქვითა – კარგად დაწყებული ილეთი საბოლოოდ ხალიჩის მეტოქიდან გაყვანით და ქულით დასრულდა. შეხვედრის დასრულებამდე წუთნახევრით ადრე ბექა ორი ქულით დაწინაურდა – 3:1. ნახევარი წუთის შემდეგ ბექამ იერიშის მოგერიებისას ფეხი ხალიჩის გარეთ დააბიჯა და ანგარიშში სხვაობა მინიმუმამდე შემცირდა. შეხვედრის დასრულებამდე 27 წამით ადრე ბექა ფეხებში შევიდა, მაგრამ ფერზალიევმა თავიც დაიცვა და საპასუხო კონტრილეთით ორი ქულაც აიღო. დარჩენილ 23 წამში ბექას მცდელობამ შედეგი ვერ გამოიღო და იგი 3:2 დამარცხდა.

ბექა ლომთაძემ ვლადიკავკაზის ტურნირზე ვეცხლის მედლით და 3000 დოლარი ფულადი პრიზით დაკმაყოფილდა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...