ნურ-სულთანში გრძელდება მსოფლიო ჩემპიონატი თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის. დღეს ასპარეზობაში 61-79-86-97კგ წონითი კატეგორიების მოჭიდავეები ჩაებნენ.
61კგ წონით კატეგორია ბექა ლომთაძემ მერვედფინალში მოლდოველ მიჰაი ესანუ 1 წუთსა და 5 წამში აშკარა უპირატესობით დაამარცხა – 10:0. მეოთხედფინალში ამერიკელ ტილერ ლი გრაფტთან 3:1 გაიმარჯვა. ლომთაძემ ინდოელ რაჰულ ბალასაჰებ ავარესთან ნახევარფინალური შეხვედრაც მოიგო (10:6) და ხვალ ოქროს მედლისთვის რუს მაგომედრასულ იდრისოვს შეხვდება
79კგ წონით კატეგორიაში ნიკა კენჭაძე სომეხ გრიგორიანთან შეხვედრის დაწყებიდან მე-20 წამზე 6:0 დაწინაურდა, თუმცა სომეხმა ჯერ პირველი წუთის დასასრულს ორი 2 ქულა დაიბრუნა, შემდეგ კი, პირველი ნახევრის დასრულებადე 25 წამით ადრე, ოთხქულიანი გდება კენჭაძის ხალიჩაზე ბეჭების გაკვრით და სუფთა მოგებით დაასრულა.
86კგ წონაში სანდრო ამინაშვილმა საკვალიფიკაციო წრეში ბერძენ გიორგიუს სავულიდის სძლია 9:0, შემდეგ კი უზბეკ ჯავრაილ შაპიევთან დამარცხდა 1:6
97კგ წონით კატეგორიაში ელიზბარ ოდიკაძემ მერვედფინალში ირანელ სძლია 11:8, მეოთხედფინალში კი ვერაფერი მოუხერხა აზერბაიჯანელ შარიფ შარიფოვს და დამარცხდა 0:6. შარიფოვმა ნახევარფინალური შეხვედრაც მოიგო და ოდიკაძეს რეპაშაჟიდან ოლიმპიური ლიცენზიის მოპოვების და ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი გაუჩნდა.
გუშინ პირველ შეხვედრაში დამარცხების შემდეგ რეპეშაჟში გადასულმა ზურაბ იაკობაშვილმა დღეს ბელარუსელი ანდრეი კაპრაჩი დაამარცხა 5:0, შემდეგ კი უზბეკ იხტიორ ნავრუზოვს სძლია 4:1. ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრა მან პოლონელ მაგომედმურად გაჯიევთან წააგო და 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონი და 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი ამჟამად უმედლოდ დარჩა.
ავტორი: რაულ კაპანაძე