ბექა ლომთაძე ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა (ვიდეო)

რომში, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ტურნირზე, საქართველომ ვერცხლის მედალი მოიპოვა.

61კგ წონითი კატეგორიის  ფინალურ შეხვედრაში 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონი ბექა ლომთაძე 2:3 დამარცხდა ალექსანდრ ბოგომოევთან და, მსგავსად შარშანდელისა, ევროპის 2019 წლის პირველობის ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

ამ საღამოს კიდევ ერთი ქართველი მოჭიდავე, გენო პეტრიაშვილი ოქროს მედლისთვის, ხოლო ავთანდილ კენჭაძე და ირაკლი მწითური ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებენ.

მოამზადა რაულ კაპანაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად