ბექა ლილუაშვილი: “ოცნების” ხელისუფლებამ ხულიგნურ პოლიტიკაში, ძალადობის წახალისებასა და მედიათავისუფლების, როგორც ბოლო წლების მონაპოვრის “დასჯაში” იპოვა “წარმატების” გასაღები

საქართველოს პარლამენტი, ქვეყნის უზენაესი ინსტიტუტი….
ეს არის პოლიტიკური რეალობა, რომელიც აქტუალურია როგორც მმართველი პარტიის ასევე ნაც. მოძრაობისთვის – ეს არის მათი აზრით და მათი ქმედებით საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის მთავარი და მნიშვნელოვანი დღეს. ” – ამის შესახებ მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, პარტია “საქართველოსთვის” წევრი ბექა ლილუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“ეს არის რეალური სახე ქართული პოლიტიკური კლასის, პირველ რიგში პირდაპირი რადიკალიზაცია უკვე არამხოლოდ პოლიტიკური არამედ სამოქალაქო საზოგადოების, მოქალაქეების უკიდურესად პოლარიზაციის გზით, რომ ამ ფორმით შეინარჩუნონ პოლიტიკური პოზიციები, ადამიანების ემოციებზე ზეწოლით და არა მათ რეალურ საჭიროებებზე ფიქრით.
ქართულმა ოცნების ახლანდელმა ხელმძღვანელობამ დაუშვა ეს, დაუშვა ის, რომ მათი პოლიტიკური მოტივების, ვიწრო პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე უარი თქვა რადიკალური ოპოზიციური ფლანგის დამარცხებაზე და ნაცვლად ამისა, აირჩია მათ დღის წესრიგთან სრული ადაპტაცია. მოახერხა უკიდურესად სუსტი სახელმწიფო ინსტიტუტების სრულიად მორღვევა და ცემა-ტყეპაში, ხულიგნურ პოლიტიკაში, საზოგადოების და მოქალაქეების დაყოფაში, ძალადობის წახალისებასა და მედიათავისუფლების, როგორც ბოლო წლების მონაპოვრის “დასჯაში” იპოვა “წარმატების” გასაღები.” – წერს ბექა ლილუაშვილი “ფესიბუქში”

კომენტარები
იტვირთება...