ბექა ლილუაშვილი: მამუკა ხაზარაძეს ანაკლიის პორტზე შინაარსობრივი დისკუსიის რესურსი აღარ დარჩა

მამუკა ხაზარაძეს ანაკლიის პორტზე შინაარსობრივი დისკუსიის რესურსი აღარ დარჩა, ამიტომ გადასულია უსაფუძვლო ბრალდებებზე, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა “ლელოს” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომ გიორგი გახარიამ ბადრი ჯაფარიძეს წერილი მის კაბინეტში გადასცა.

„როცა პოლიტიკური ძალების მხრიდან ხდება გიორგი გახარიასა და მისი გუნდის მიმართ უსაფუძვლო ბრალდებების გახმოვანება, ეს ბოლო პერიოდის ტრენდად იქცა. მამუკა ხაზარაძეს ანაკლიის პორტზე შინაარსობრივი დისკუსიის რესურსი აღარ დარჩა, ამიტომ, გადასულია უსაფუძვლო ბრალდებებზე. როდის ამბობდა სიმართლეს, როცა 2019 წლის მარტში კომენტარებს იძლეოდნენ თუ დღეს, როცა სხვა მოცემულობაზეა საუბარი? ამ თემის აქტუალიზაციას არ ვაპირებთ. მათ აღარ აქვთ შინაარსობრივი დისკუსიის რესურსი. მამუკა ხაზარაძე საერთაშორისო არბიტრაჟში ქართველ ხალხს ედავება მის მიერ ვერ აშენებული პორტის გამო ერთ მილიარდ დოლარს. ეს პირდაპირ ემსახურება მათი მხრიდან ფინანსურ ინტერესს. ჩემი ინფორმაციით, წერილზე საგამოძიებო მოქმედებები ჩატარებულია“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...