ბექა ლილუაშვილი: გახარია – პრემიერიც, ხომ საქმიანი იყო, ეხლა ოპოზიციაშია და იქედან აკეთებს პრემიერის საკეთებელს

„გახარიას ფაქტორმა” რომ ქვეყანაში ახალი პოლიტიკური რეალობა შექმნა ეს ყველასთვის გასაგები და ცხადია.
ისიც კარგად გამოჩნდა, რომ მმართველი პარტიის ამჟამინდელი “ბოსები” ჩვენი პოლიტიკური ძალის დისკრედიტაციის ჯერ არნახული ენთუზიაზმით, რომ აღივსნენ სწორედ “გახარიას ფაქტორის” გამო და ამ ენთუზიაზმის ნახევარიც ვერ/არ გამოიყენეს ნაც. მოძრაობის პოლიტიკური ველიდან გასასტუმრებლად მთელს ამ პერიოდში, – ამის შესახებ მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი პარტია “საქართველოდან” ბექა ლილუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“ეხლა, კიდევ “გახარიას ფაქტორის” გამო გადასახადებზე და მათ შემცირებაზე “ფიქრი” დაუწყიათ, კიარადა ვიღაც მოქალაქეს ჩაუდია მათ ჭკუაში ეს ინიციატივა და ეხლა აპირებენ იმსჯელონ თურმე :))))
“გახარიას ფაქტორი” უკვე ეკონომიკურ რეალობაზეც ახდენს გავლენას. გახარია – პრემიერიც, ხომ საქმიანი იყო, ეხლა ოპოზიციაშია და იქედან აკეთებს პრემიერის საკეთებელს :)))
მე მოხარული ვარ, რომ როგორც იქნა ჩაიხედეთ იმ ეკონომიკური აღდგენის გეგმაში, რაც დაგახვედრეთ მთავრობის კანცელარიაში ახალ პრემიერ მინისტრს.
ჩვენს პროგრამაშიც ჩაგეხედათ, მარტო საშემოსავლო გადასახადის შემცირება, რომ არასაკმარისია და ამის გარდა კიდევ მოგების გადასახადიც შესამცირებელია იქნებ ეგ აზრიც მოგწონებოდათ.
მესმის, გაგიჭირდათ შეიძლება აღიარება ამის და ამ “მოქალაქის” მოფიქრებაც მოგიხდათ ეტყობა.
რას დავეძებ, ნეტავი გააკეთებდეთ და…” – წერს ბექა ლილუაშვილი.

კომენტარები
იტვირთება...