ბექა ღვინიაშვილმა ყველა მეტოქე იპონით დაამარცხა და მსოფლიო თასზე ოქრო მოიპოვა

ქართველმა ძიუდოისტმა ბექა ღვინიაშვილმა ახალგაზრდულ მსოფლიო თასზე ნახევარფინალში ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილი იპონით დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ ბექა ღვინიაშვილმა ტურნირზე ყველა მეტოქეს იპონით სძლია.

-90 კგ. წონით კატეგორიაში ბექა ღვინიაშვილმა ფინალამდე ყველა მეტოქე, კორეელი ტაი ჰო კიმი, ირნელი ჰამიდ რაშიდი, პოლონელი რაფალ კოზლოვსი იპონით დაამარცხა.

ნახევარფინალში ღვინიაშვილი გერმანელ დავიდ ტეკიჩს შეხვდა, რომელიც 40 წამში იპონით დაამარცხა.

ფინალში კი ბექამ ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილი 43 წამში დაამარცხა და ოქროს მფლობელიც გახდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...