ბექა ღვინიაშვილმა ნიკოლოზ შერაზადიშვილი დაამარცხა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ლიპარტელიანი ფონსეკასთან დამარცხდა

პრაღაში დასასრულს უახლოვდება ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში

90 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლისთვის ერთმანეთს ბექა ღვინიაშვილი და ესპანელი ნიკოლოზ შერაზადიშვილი შეხვდნენ.

შეხვედრის მე-4 წუთზე შერაზადიშვილის მიერ წამოწყებული ილეთის დროს ღვინიაშვილმა კარგად დაიცვა თავი, შემდეგ კი, პარტერში ჭიდაობის გაგრძელების დროს, მეტოქე წარმატებით შებოჭა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

100 კგ-მდე წონით კატეგორიაში ვარლამ ლიპარტელიანმა პორტუგალიელ ხორხე ფონსეკასთან შეხვედრაში ოქროს დროში მესამე შიდო მიიღო და ბრინჯაოს მედალი პორტუგალიელს ხვდა წილად

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად