ბექა ღვინიაშვილმა დიუსელდორფის გრან სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა (ვიდეო)

დიუსელდორფის გრან სლემზე დასკვნითი დღის ფინალური შეხვედრები დაიწყო

90კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლას ერთმანეთს ბექა ღვინიაშვილი და აზერბაიჯანელი მამადალი მენდიევი ეცილებოდნენ
 
უილეთო შეხვედრის ძირითადი 4 წუთის ამოწურვის შემდეგ მეტოქეებმა ბრძოლა ოქროს დროში განაგრძეს, სადაც ილეთის ჩატარება ბექა ღვინიაშვილმა დაასწრო და დიუსელდორფის გრან სლემის ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა
 
მალე ტატამზე გურამ თუშიშვილი გამოვა. იგი ოქროს მედლისთვის მასპინძელ იოჰანეს ფრეისთან იჭიდავებს.
 
ამ დროისთვის საქართველოს დიუსელდორფის გრან სლემზე სამივე სინჯის მედალი აქვს მოპოვებული – ოქროს მედალი ტატო გრიგალაშვილმა (81კგ) მოიპოვა, ვერცხლის მედალს ვაჟა მარგველაშვილი (66კგ), ხოლო ბრინჯაოს მედლის მფლობელი ბექა ღვინიაშვილი გახდა.
 
მოამზადა რაულ კაპანაძემ
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად