ბექა ღვინიაშვილი ზაგრების გრან პრის ოქროს მედლის მფლობელი გახდა (ვიდეო)

ზაგრებში მიმდინარე გრან პრიზე დასრულდა შეჯიბრება 90 კგ წონით კატეგორიაში.

ბრწყინვალედ იასპარეზა და ოქროს მედალი არავის დაუთმო ბექა ღვინიაშვილმა. მან ფინალში ძირითადი დროის ამოწურვამდე 1 წუთით და 30 წამით ადრე დააიპონა იაპონელი სანშირო მურაო, ზაგრების გრან პრის გამარჯვებული გახდა და მსჯელობას იმის შესახებ, თუ ვინ უნდა იყოს მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს წარმომადგენელი, წერტილი დაუსვა.

შეგახსენებთ, რომ ბექამ ფინალისკენ მიმავალ გზაზე სლოვენიელი ნარსეი ლასკოვიჩი, უზბეკი შახზოდბეკ საბიროვი, იაპონელ კენტა ნაგასავა და უნგრელი კრისტიან ტოტი დაამარცხა დამაჯერებლად.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად