A1 ბანერი

ბექა ღვინიაშვილი ეკატერინბურგის გრანდ სლემზე ოქროს მედლისთვის იბრძოლებს (ვიდეო)

ეკატერინბურგის გრანდ სლემზე დღეს 90-100 და +100კგ წონით კატეგორიაში თამაშდება მედლები.

+100კგ წონით კატეგორიაში გელა ზაალიშვილი (N69) ეკატერინბურგის შარშანდელ გრანდ სლემზე გამარჯვებულ იაპონელი ჰიოგა ოტას (N46) შეხვდა. უილეთო შეხვედრაში, მე-3 წუთის დასაწყისს, მეტოქეებს ორ-ორ გაფრთხილება ჰქონდათ და ამ დროს მსაჯმა გელა ზაალიშვილს მისცა მე-3 შიდო.

100კგ წონით კატეგორიაში ონისე სანებლიძე (N48) ლატვიელ ევგენის ბოროდავკოს (N20) შეხვდა. უილეთო შეხვედრაში, ოქროს დროის მეხუთე წუთის დასაწყისში მსაჯებმა ონისე სანებლიძეს მე-3 შიდო მისცეს.
ამავე წონაში გიორგი ბერიაშვილის (ურეიტინგო) მეტოქემ, ლიეტუველმა კაროლიზ ბაუზამ (N63), უილეთო შეხვედრაში, ოქროს დროის დაწყებისთანავე მე-3 შიდო მიიღო,შემდეგ შეხვედრაში გიორგი ბერიაშვილ მონღოლ ლხაგვასურენ ოტგონბაატართან მე-4 წუთის დასაწყისში იპონით დამარცხდა.

90კგ წონით კატეგორიაში უშანგი მარგიანი პირველ წრეში ისვენებდა, მეორეში მან რუს იზმაილ ხამხოევს (N91) ჯერ პირველი წუთის მიწურულს აუღო ვაზარი, შემდეგ კი მე-4 წუთის დასაწყისში და იპონით გაიმარჯვა. პულის ფინალში გასული უშანგი მარგიანი ნიდერლანდელმა ვან ტენდ ნოელმა მე-4 წუთის დასაწყისში შებოჭა. რეპეშაჟში გადასულმა უშანგი მარგიანმა კიდევ ერთ ნიდერლანდელთან, ჯესპერ სმინკთან (N22) უილეთო შეხვედრაში, ოქროს დროში მიღებული მე-3 შიდოთი განიცადა მარცხი

ამავე წონაში ბექა ღვინიაშვილმა (N19) რუს ჯაფარ კოსტოევს (ურეიტინგო) მე-4 წუთის დაწყებიდან 17 წამში სძლია იპონით, შემდეგ თურქი მიკაი ოზერლერი (N53) ძირითადი დროის უილეთოდ გასვლის შემდეგ დაწყებულ ოქროს დროის პირველი წუთის ბოლოს შებოჭა და დანებება აიძულა. პულის ფინალში ბექამიაპონელი გოკი ტაჯიმა (N98) ზუსტად ორ წუთში დააგდო იპონზე და ნახევარფინალში გავიდა. მეტოქე, ბრაზილიელი რაფაელ მაცედო, ბექამ შებოჭვით დაამარცხა შეხვედრის დაწყებიდან 1 წუთსა და 33 წამში და ფინალში გავიდა, სადაც ნიდერლანდელ ვან ტენდ ნოელს (N15) შეხვდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...