ბექა ღვინიაშვილი დოჰას მასტერსის ფინალში იჭიდავებს (ვიდეო)
ყატარის დედაქალაქ დოჰაში დღეს შეჯიბრების დასკვნითი დღეა.
დოჰას მასტერის მედლებისთვის დღეს 90-100 და +100 კგ წონითი კატეგორიის ძიუდოისტები იბრძვიან
90 კგ წონით კატეგორიაში ბექა ღვინიაშვილმა შვედი მარკუს ნიმანის შემდეგ, პულის ნახევარფინალში იაპონელი სოიჩირო მუკაი დაამარცხა, პულის ფინალში კი გერმანელი ედუარდ ტრიპელი (იხ.: ვიდეო) და ნახევარფინალში თურქ მიხაელ ზგანკს დაუპირისპირდა.
ბექა ღვინიაშვილის ვაზარით სძლია მეტოქეს და ფინალში ოქროს მედლისთვის ნიდერლანდელ ნოელ ვან ტენდთან იჭიდავებს