ბექა ღვინიაშვილი დოჰას მასტერსის ნახევარფინალში გავიდა (ვიდეო)

ყატარის დედაქალაქ დოჰაში დღეს შეჯიბრების დასკვნითი დღეა.

დოჰას მასტერის მედლებისთვის დღეს 90-100 და +100 კგ წონითი კატეგორიის ძიუდოისტები იბრძვიან.

90 კგ წონით კატეგორიაში, ბექა ღვინიაშვილმა შვედი მარკუს ნიმანის შემდეგ, პულის ნახევარფინალში იაპონელი სოიჩირო მუკაი დაამარცხა (იხ.: ვიდეო), პულის ფინალში კი გერმანელი ედუარდ ტრიპელის წინააღმდეგობა დასძლია და ნახევარფინალში გავიდა.

ნახევარფინალში ბექა ღვინიაშვილის მეტოქე თურქი მიხაელ ოზერლელი (ყოფილი სლოვენიელი მიხეილ ზგანკი)იქნება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად