ბექა ღვინიაშვილი და გელა ზაალიშვილი ოქროს მედლებისთვის იჭიდავებენ (ვიდეო)

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში დღეს ძიუდოისტები ზაგრების გრან პრიზე ქალთა 70 და +70 კგ და კაცთა 90-100 და +100 წონით კატეგორიებში ასპარეზობენ

90კგ წონით კატეგორიაში ბექა ღვინიაშვილმა მეთექვსმეტედფინალში სლოვაკი ნარსეი ლასკოვიჩი ორ წუთზე ნაკლებ დროში აღებული ორი ვაზარით დაამარცხა, მერვედფინალში უზბეკ შახზოდბეკ საბიროვს ოქროს დროში მიაღებინა მესამე შიდო და პულის ფინალში იაპონელ კენტა ნაგასავას შეხვდა. მეორე წუთის მიწურულს ნაგასავამ შეძლო ღვინიაშვილი მცდელობას გამკლავებოდა და არ მისცა მას ილეთის ჩატარების საშუალება, თუმცა შეხვედრის გაგრძელება ექიმების ჩარევის შემდეგ, მხოლოდ მცირე ხნით შეძლო.

ბექა ღვინიაშვილი ნახევარფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე უნგრელი კრისტიან ტოტი იყო. მეოთხე წუთის დასრულებამდე 30 წამით ადრე, როდესაც უნგრელს ორი შიდო ჰქონდა, ბექამ ვაზარი აუღო მას, ბოლო წამებზე კი იპონზეც დასცა.

ოქროს მედლისთვის ბექა ღვინიაშვილი იაპონელ სანშირო მურაოსთან იჭიდავებს.

+100კგ წონით კატეგორიაში გელა ზაალიშვილმა რუსი ანტონ ბრაჩევი 25 წამში დააიპონა, მერვედფინალში ორ სასონს (ისრაელი) მესამე შიდო მიაღებინა, მეოთხედფინალში (პულის ფინალში) პოლონელ მაცეი სარნაცკისთან შეხვედრის მე-20 წამისთვის ზაალიშვილს უკვე ორი შიდო ჰქონდა მიღებული, როდესაც მასთან “ჩაკრული” გოლიათი ბუმბულივით აიტაცა ჰაერში და შემდეგ ტატამზე ზურგით დასცა.

ნახევარფინალში გელა ზაალიშვილის მეტოქე ნიდერლანდელი როი მეიერი იყო. მეოთხე წუთის მიწურულს ზაალიშვილმა მეტოქეს ვაზარი აუღო და დარჩენილ ოციოდ წამში მას ტატამიდან წამოდგომის საშუალება არ მისცა.

ფინალში გელა ზაალიშვილი იაპონელ ჰისაიოში ჰარასავას შეხვდება

ამავე წონაში მოასპარეზე ლევან მათიაშვილმა უშანგი კოკაურს (აზერბაიჯანი) უილეთო შეხვედრაში სამი შიდო მიაღებინა, მერვედფინალში თემურ რახიმოვი (ტაჯიკეთი) იპონით დაამარცხა, მეოთხედფინალში იაპონელ ჰისაიოში ჰარასავასთან ოქროს დროის დასაწყისში მეტოქეზე ადრე მიიღო მესამე შიდო და რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც ყაზახ იერასილ კაჟიბაიევს შეხვდა და იპონით მოუგო მას.

ლევან მათიაშვილი ნიდერლანდელ როი მეიერთან იჭიდავებს ბრინჯაოს მედლისთვის.

სხვა ქართველმა ძიუდოისტებმა ასე იასპარეზეს:

90კგ წონით კატეგორიაში გიორგი პაპუნაშვილმა ბელარუსი იაჰორ ვარაპაევი იპონით დაამარცხა წინასწარ ეტაპზე, მეთექვსმეტედფინალში სლოვენიელი მილან რანდლს მეორე წუთის ბოლოს მეორე ვაზარი აუღო, მერვედფინალში აზერბაიჯანელ მამადალი მენდიევთან კი ოქროს დროში პირველი წუთის ბოლოს დამარცხდა იპონით

100კგ წონით კატეგორიაში ლაშა ტაველურმა ადნან ხანკანს (ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით მოასპარეზე) მტკივნეული ილეთით აიძულა დანებება, მეთექვსმეტედფინალში კი პეტერ პალჩიკთან დამარცხდა ვაზარით (ისრაელი)

ონისე სანებლიძემ შეხვედრის პირველივე წამებზე აღებულ ვაზარს კიდევ ერთი მიაყოლა და იპონით სძლია ივან რემანენკოს (არაბთა გაერთიანებული საამიროები), მეთექვსმეტედფინალში ბენჟამენ ფლეტჩერთან (ისრაელი) ოქროს დროში ვაზარი გაუშვა

+78 კგ წონაში სოფიო სომხიშვილმა მეორე წუთის დასაწყისთვის მე-3 შიდო მიიღო ლიეტუველ პანტა საკენიტესთან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად