ბექა ღვინიაშვილი და ავთანდილ ჭრიკიშვილი ერთმანეთს ბრატისლავაში დაუპირისპირდებიან

დღეს ბრატისლავაში ძიუდოში ევროპის თასის გათამაშების ტურნირი იღებს სტარტს.

გუშინ, ჯაკარტაში დასრულებული მე-18 აზიური თამაშების შემდეგ, სექტემბრის ბოლოს ბაქოში ჩასატარებელი მსოფლიო ჩემპიონატის წინ დარჩენილი ბრატისლავას ევროპის თასის და პანამერიკული ტურნირები არც მნიშვნელობით და არც მონაწილეთა სიძლიერით არ იქცევენ ძიუდოს მსოფლიო საზოგადოების ყურადღებას, თუმცა ერთი მათგანი, კერძოდ, ბრატისლავას ევროპის თასი, მეტად მნიშვნელოვანია ქართველი ძიუდოს მოყვარულებისთვის, რადგან იქ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მე-9 წევრის ვინაობა გაირკვევა.

საქართველო ბრატისლავაში სულ 4 სპორტსმენით იქნება წარდგენილი. 73 კგ წონით კატეგორიაში 19 წლის ახალგაზრდა ძიუდოისტი პანკისიდან, ისლამ ქავთარაშვილი იასპარეზებს, 90 კგ წონით კატეგორიაში კი მსოფლიო ჩემპიონი სამბოში და საქართველოს ორგზის აბსოლუტური ფალავანი პაატა ღვინიაშვილი, აგრეთვე ბექა ღვინიაშვილი და ავთანდილ ჭრიკიშვილი.

მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრების პრეტენდენტები, ბექა ღვინიაშვილი (მსოფლიო რეიტინგში N3) და ავთანდილ ჭრიკიშვილი (N51) კენჭისყრის შედეგად ისე გადანაწილდნენ, რომ მათი გზები ფინალამდე არ უნდა გადაიკვეთოს. ბექას პირველი მეტოქე დიდ ბრიტანელი ჯეიმს რაიდი, ხოლო ავთოსი კი უნგრელი მარტინ ჰუჟერი იქნება.

სულ 90 კგ წონით კატეგორიაში 38 ძიუდოისტი იასპარეზებს. ჩვენი ძიუდოისტების მეტოქეებიდან ყველაზე ძლიერები არიან ავსტრიელი სებასტიან ტემეში (N32) და ეგვიპტელი ახერ აბდელი (68).

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...