ბექა დავითულიანი: თბილისი მაღალი ხარისხის სასმელი წყლით მარაგდება

„სასმელი წყლის ხარისხის მონიტორინგი  24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს და ის შესაბამისი სტანდარტისაა“ – ასე უპასუხა თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბექა დავითულიანმა ოპოზიციის წარმომადგენლის განცხადებას, რომლის თანახმადაც, თბილისის ზღვის წყალი შესაბამის სტანდარტს არ შეესაბამება და იგი სასმელად უხარისხოა. ბექა დავითულიანის თქმით, არავითარი ეპიდემიის საფრთხე არ არის. 

„ტერიტორია, რაც გვაჩვენეს, წყლის აღების არეალში არ მდებარეობს. შესაბამისად, სასმელ წყალს არავითარი პრობლემა არ აქვს და მაღალი სტანდარტისაა, ამის თქმა დაბეჯითებით შემიძლია. მითითებულ ტერიტორიაზე 90-იანი წლებიდან მოყოლებული და მანამდეც, ანტისანიტარიის კვალი ნამდვილად შეიმჩნეოდა, რადგან  ზემოთ არის სოფელი და ნარჩენები  ხეობაში ჩამოედინებოდა.  ამ პრობლემის მოგვარებაზე  თბილისის მერიის მენეჯმენტმა, ჯერ კიდევ 2 წლის წინ დაიწყო მუშაობა და  შესაბამის ორგანიზაციებთან სანიტარული ზონების გაფართოების  შეთანხმება” – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

ფრაქციაქართული ოცნებადემოკრატიული საქართველოსთავმჯდომარემ იუსტიციის სახლთან ქონების ადგილმონაცვლეობის საკითხის გადადების მიზეზიც განმარტა. 

„საკრებულო  ქონების მონაცვლეობის საკითხს განიხილავს. შეზღუდვის ზონის მიმდებარედ  კერძო პირს ნაკვეთი ჰქონდა, რომლის განაშენიანებაც  თბილისის მერიის აზრით, მიზანშეწონილი არ არის. იყო საუბარიიუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მონაცვლეობაზე, სადაც ოფისის განთავსება სურდათ. საკრებულო არ განიხილავდა კონკრეტულ სამშენებლო პროექტს, ასეთი პროექტი ჯერჯერობით არც ყოფილა წარმოდგენილი. კულტურულ საბჭოზე გატანილი იყო  მხლოდ ესკიზი. თუმცა, ურბანულ კომისიაზე გამოითქვა მოსაზრებები, რომ ამ საკითხის დამატებით შესწავლა  გვჭირდებასაერთოდ ღირს თუ არა რაიმე ნაგებობის განთავსება. სწორედ დამატებითი შესწავლის მიზნით გადავდეთ აღნიშნული საკითხი“  – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად