ბექა ბასილაია: “ქართული ოცნება” ფლირტაობს რუსეთის ხელისუფლებასთან

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ბექა ბასილაია გადაცემა "არჩევანში" აცხადებს, რომ სანამ "ქართული ოცნების" მმართველობა არ დასრულდება მანამდე იქნება უსაფრთხოების პრობლემები საოკუპაციო ხაზთნ, რადგან "ოცნება" რუსეთის ხელისუფლებასთან ფლირტაობს. 

"ქართული ოცნება" არის ძალა, რომელიც ფლირტაობს რუსეთის ხელისუფლებასთან, ქართული ოცნების მთავრობაში არ არიანს პატრიოტები, ვიდრე ქართული ოცნება იქნება საქართველოს ხელისუფლებაში და ეს დამთავრდება 8 ოქტომბერს, უსაფრთხოების პრობლემები საოკუპაციო ხაზთან იქნება. მას შემდეგ რაც ხელისუფლებაში დაბრუნდება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ჩვენ გავაგრძელებთ იმ პოლიტიკას რომელიც ემსახურება დეოკუპაციას და პოლიტიკას რომლის საფუძველზეც უსაფრთხოების პრობლემები მოგვარდება საოკუპაციო ხაზთან" ,- განაცხადა ბექა ბასილაიამ. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...