ბექა ბასილაია: მიხეილ სააკაშვილი როცა გამოდიოდა ოთახიდან, წაიქცა… საჭირო გახდა საკაცე

მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის მიხეილ საკააშვილსი ადვოკატის თქმით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ადვოკატებთან შეხვედრიდან უნდა ასულიყო ზევით, რა დროსაც გახდა ცუდად.

“ყველამ მინდა იცოდეთ, რომ რამდენიმე წუთის წინ, როდესაც მიშასთან შეხვედრას ვასრულებდით, მიშა როცა გამოდიოდა ოთახიდან, წაიქცა და შემდეგ საჭირო გახდა საკაცე, საკაცეზე გადავიყვანეთ და ახლა არ ვიცი, რა მდგომარეობაშია. ნიკა გვარამია არის დარჩენილი ციხეში. ველოდებით, რა განცხადებას გააკეთებს პენიტენციური სამსახური. მიშა გამოდიოდა ადვოკატებთან შეხვედრიდან, უნდა ასულიყო ზემოთ და უკვე რომ გამოდიოდა ოთახში, მოსხლეტით წაიქცა. შემდეგ რამდენიმე წუთში ჩამოიტანეს საკაცე, მიშას წაქცევის მერე ერთი სიტყვა არ გამიგია მისგან. დააწვინეს საკაცეზე, მანამდე ვესაუბრეთ, ძალიან მძიმედ იყო. როცა გამოდიოდა, მოსხლეტით წაიქცა. 10 წუთია, რაც აიყვანეს. წაქცეულზე თვალები ხელით გავუხსენით“, – განაცხადა ბასილაიამ.

კომენტარები
იტვირთება...