ბექა ბასილაია მოსამართლეს: უზრუნველყავით მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში გამოცხადება

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სხდომა იყო ჩანიშნული. მოლოდინი იყო, რომ სხდომა მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი დაესწრებოდა.

თუმცა სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა სხდომის დაწყებიდან რამდენიმე წუთით ადრე გაავრცელა განაცხადება: სადაც ნათქვამია: “სპეციალური პენიტენციური სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას მოახდინოს ბრალდებულ/მსჯავრდებულ მ. სააკაშვილის თბილისის საქალაქო სასამართლოში წარმოდგენა.”

 

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ მოსამართლეს მიმართა რომ უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში მოყვანა.

“ხომ ხართ ხელისუფლების დამოუკიდებელი შტო? ხომ ამბობთ, რომ პოლიტიკურად არ ვატარებთ ამ პროცესსო? უზრუნველყავით მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში გამოცხადება.

აქ რა წერია? გლდანში რომ უნდა გადაგვეყვანაო, ამასთან დაკავშირებით იგეგმება სავარაუდოდ არეულობებიო და გლდანში გადაიყვანეს ყოველგვარი არეულობების გარეშე. თუ ეგ უზრუნველყვეს, რომ გლდანში მისი ნებართვის გარეშე გაეტაცათ მოტყუებით და არაფერი არ მომხდარიყო, ის რატომა ვერ უნდა უზრუნველჰყონ, 24 საათით ადრე რომ მიუვიდათ მოთხოვნა, აქ მოიყვანონ, თუ არ არის შიში, რომ მიხეილ სააკაშვილს არ მიეცეს საზოგადოების წინაშე პირდაპირი კომუნიკაციის საშუალება.”  – ასე მიმართა ბექა ბასილაიამ მოსამართლეს. 

კომენტარები
იტვირთება...