ბენზინის 252 სინჯიდან, დადგენილ ნორმებს მხოლოდ ერთი ნიმუში ვერ აკმაყოფილებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2020 წლის მაისში, საქართველოს მასშტაბით, 251 ავტოგასამართი სადგურიდან 252 ერთეული რეგულარის მარკის ბენზინის საწვავის სინჯი აიღეს.

სინჯები შემდგომი კვლევისათვის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გაიგზავნა. ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ 252 სინჯიდან, მხოლოდ ერთი ნიმუში ვერ აკმაყოფილებდა საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ნორმას. კერძოდ, რეგულარის მარკის ბენზინის ნიმუშში, ოქტანური რიცხვის მნიშვნელობამ შეადგინა 90 (ნორმა: არანაკლებ 91).
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა, აღნიშნულ სამართალდარღვევაზე შესაბამისი რეაგირება მოახდინა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად