ბენიძე: გადატრიალების მცდელობა 20 ივნისს იყო, თავზე რომ დაგვასვეს რუსეთის დუმის წარმომადგენელი

ამის შესახებ, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელი დირექტორმა მიხეილ ბენიძემ გადაცემა “არჩევანში” განაცხადა.

“ის, რომ ამ ყველაფრის უკან დაგეგმილი მცდელობა გადატრიალების არ იყო, ეს მე მგონი, ჩანს ამ დღეების განმავლობაში მთლიანად მიმდინარე პროტესტიდან. გადატრიალების მცდელობა 20 ივნისს იყო ის, რომ თავზე დაგვასვეს რუსეთის დუმის წარმომადგენელი. მეტი გადატრიალება რა არის, როცა ხელისუფლების უმაღლეს სიმბოლურ პოსტზე ვხედავთ სხვა მტერი მთავრობის, ჩვენი ოკუპანტი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელ პირს. ეს არის გადატრიალების მცდელობა და ეს გადატრიალების მცდელობა ქართულმა საზოგადოებამ აღკვეთა.” – განაცხადა ბენიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად