ბენიამინ ნეთანიაუს თანამშრომელთა შორის კორონავირუსით ინფიცირებული გამოვლინდა

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “როიტერი” ავრცელებს

ბენიამინ ნეთანიაჰუს თანაშემწის ტესტი კორონავირუსზე დადებითი აღმოჩნდა, თუმცა წინასწარი დასკვნით, ეს არ წარმოადგენს საშიშროებას პრემიერ-მინისტრისთვის, – აცხადებენ ისრაელის ხელისუფლების წარმომადგენლები.
 
მათი თქმით, ჩვეულებრივად სიფრთხილის ზომებიდან გამომდინარე, ნეთანიაჰუს სამშაბათს ჩაუტარდება ტესტირება. წინა ტესტირებამ, რომელიც 15 მარტს ჩატარდა, უარყოფითი შედეგი აჩვენა.
 
ისრაელის ჯანმრთელობის სამინისტროს მიერ დაწესებულია მოთხოვნა, რომ ყველა, ვინც კორონავირუსის მატარებელთან კონტაქტში იმყოფებოდა, 14 დღიან თვითიზოლიაციაში უნდა გადავიდეს.
 
ისრაელის მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თანახმად, თანაშემწე ესწრებოდა წინა კვირას პარლამენტში ნეთანიაჰუს, აგრეთვე ოპოზიციის წარმომადგენლების მონაწილეობით გამართულ შეხვედრას, რომლის დროსაც ნეთანიაჰუ ცდილობდა საგანგებო კოალიციური მთავრობის შექმნაზე მოლაპარაკებას.
ისრაელელი ჩინოვნიკის თქმით, წინასწარი დასკვნას საფუძვლად ის გარემოება უდევს, რომ ნეთანიაჰუს თანაშემწესთან მჭიდრო კონტაქტი არ ჰქონია და მას არ შეხვედრია.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად