ბენიამინ ნეთანიაჰუმ ვლადიმერ პუტინთან მეგობრობა დადებითად შეაფასა

ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან უშუალო კონტაქტს მისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ამის შესახებ მან მან RBC– სთან ინტერვიუში განაცხადა.

პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ მხარეები ურთიერთობის  გამყარებას ცდილობენ, მაგრამ მათი მეგობრობა არ ნიშნავს, რომ  ყველაფერზე ერთმანეთს ეთანხმებიან.

”ყველამ იცის, რომ პირიქით მყოფი პირი მეორე მხარეს პატივს სცემს, რომ ღიად ისაუბრონ. ეს ტიპიურია ჩვენი ურთიერთობებისთვის…”,-აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

ისრაელის პრემიერმინისტრმა ასევე თქვა, რომ იგი არასოდეს დაივიწყებს ყოფილი სსრკ-ის ღვაწლს ნაციზმზე გამარჯვების საქმეში, რაც მისი თქმით, პუტინთან მეგობრობას აძლიერებს. მისი აზრით, რუსეთის ლიდერი ამ დამოკიდებულებას აფასებს.

ხუთშაბათს, 12 სექტემბერს, ბენიამინ ნეთანიაჰუ სოჭს ეწვევა, სადაც მოლაპარაკებებს ვლადიმერ პუტინთან გამართავს. პრემიერმინისტრი წელს რუსეთში მესამედ ჩავა. პოლიტიკოსები განიხილავენ სირიაში არსებულ ვითარებას, ახლო აღმოსავლეთში ვითარების დარეგულირების საკითხს და საერთაშორისო დღის წესრიგში არსებულ თემებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...