ბენ ჰოჯესი: საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება ალიანსს ბევრი მიმართულებით შეუწყობს ხელს

ამის შესახებ ევროპაში აშშ-ის ჯარის ყოფილმა მთავარსარდალმა, გადამდგარმა გენერალ-ლეიტენანტმა ბენ ჰოჯესმა “ამერიკის ხმასთან” ისაუბრა.

“საქართველო, ჩემი აზრით, სწორედ შავი ზღვის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე შეიძლება ჩვენი საყრდენი იყოს. ღიად რომ ვისაუბროთ, უკრაინის, რუმინეთის და ბულგარეთის ეკონომიკური განვითარება მეტად დაჩქარდებოდა, საქართველო ევროპასა და აზიას შორის ეკონომიკური დერეფანი რეალურად, რომ გახდეს.

ცხადია, რუსეთს ეს ყველაზე ნაკლებად სურს. კრემლს არ უნდა, რომ საქართველოში ევროპული ინვესტიციები შევიდეს, რადგან ამის შემდეგ ევროპა უფრო მეტად დაინტერესდება იმით, თუ რატომ აგრძელებს რუსული ჯარი საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას. ეკონომიკურ განვითარებასა და უსაფრთხოებას შორის პირდაპირი კავშირია და ვფიქრობ, ალიანსი ამას ხედავს. ჩემი აზრით, საქართველოს ნატოში გაწევრიანება ალიანსს ბევრი მიმართულებით შეუწყობს ხელს”, – აცხადებს ჰოჯესი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად