ბელიაშვილის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ – „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე, „თბილსერვის ჯგუფის“ ტერიტორიაზე მდებარე საწყობში ძლიერი დაკვამლიანება შეინიშნებოდა.

შეტყობინების მიღებისთანავე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება და ადგილზე 12 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი გამოცხადდა. ცეცხლი საწყობებს, მათ მიმდებარედ არსებულ მუყაოს ყუთებს და სხვადასხვა სახის ნივთებს ეკიდა.

მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად, ხანძარი ამ დროისთვის უკვე ლოკალიზებულია და მისი გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს.

მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებს განაგრძობს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 60-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი და სპეციალური ტექნიკა.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად