A1 ბანერი

ბელგიური საიტის გამოკითხვა – გიორგი ჩაკვეტაძე საკუთარ პოზიციაზე ლიდერობს

ბელგიური საიტი voetbalprimeur.be ბელგიის ჩემპიონატის სიმბოლური გუნდის შესადგენად გამოკითხვას ატარებს. გამოკითხვა გუშინ 6 იანვარს დაიწყო. ამ ეტაპისთვის საქართველოს ნაკრების ლიდერი გიორგი ჩაკვეტაძე საკუთარ პოზიციაზე ლიდერობს.

ქართველ ტალანტს ხმების 67% აქვს, რაც დაახლოებით სამჯერ მეტია, ვიდრე ეს მეორე ადგილზე მყოფი ლეონარდო ტროსარის მონაცემებია, მას 21% აქვს.

გიორგი ჩაკვეტაძის კონკურენტები არიან: ლეანდრო ტროსარი (გენკი), არნო დანიუმა (ბრიუგე), ნანა ამპომა (ბევერენი) და მუსა დიენეპო (სტანდარდი). დაინტერესებულ პირებს ხმის მიცემა შეუძლიათ მოცემულ ბმულზე VoetbalPrimeur.be. 

აღნიშნული ბელგიური საიტი ბელგიის 2018 წლის საუკეთესო 11-ეულს ასახელებს. გულშემატკივრები გამოკითხვაში პოზიციების მიხედვით მონაწილეობენ. საიტზე ჩაკვეტაძე ჟუპილერ პრო ლიგის სიმბოლურში მარცხენა ვინგერის პოზიციაზეა წარდგენილი.

გამოკითხვის ამ ეტაპის მონაცემები იხილეთ მოცემულ ცხრილზე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...