ბელგიის პრინცი, ესპანეთში, საკარანტინო ზომების დარღვევის გამო დაჯარიმდა

ანდალუსიის ავტონომიური საზოგადოების მთავრობამ, ბელგიის პრინც იოაჰიმს, საკარანტინო წესების დარღვევისთვის 10,4 ათასი ევროს მოცულობის ჯარიმის გადახდა დააკისრა.

მისი თქმით, 28 წლის იოაჰიმი, მაისის ბოლოს ჩავიდა კორდოვაში სასწავლო სტაჟირებისთვის. საკარანტინო შეზღუდვების დარღვევით, იგი დაესწრო რამდენიმე წვეულებას დაესწრო. რამდენიმე დღის შემდეგ, პრინცი თავს კარგად არ გრძნიბდა და გაიარა კორონავირუსული ტესტი, რამაც დადებითი შედეგი აჩვენა. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ერთ-ერთ ამ წვეულებაზე 27 ადამიანი იმყოფებოდა, რაც ასევე არღვევს კორდოვაში მოქმედ შეზღუდვებს, რომლის მიხედვითაც, 15 ადამიანზე მეტის შეკრება აკრძალულია.

პრინცი იოაჰიმი ბელგიის პრინცესა ასტრიდის და მეფე ფილიპის ძმისშვილია. Reuters-ის ცნობით, პრინცი სამფო ტახტის მემკვიდრეთა შორის მეათე ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად