ბელგიის პრემიერმა პუჩდემონისთვის პოლიტიკური თავშესაფრის გამოყოფის შესაძლებლობა უარყო

"მადრიდის მიერ პოსტიდან გათავისუფლებული კატალონიის ყოფილი ლიდერ კარლეს პუჩდემონისთვის პოლიტიკური თავშესაფრის გამოყოფა საერთოდ არ შედის დღის წესრიგში", – ამის შესახებ ბელგიის პრემიერმინისტრმა შარლ მიშელმა განაცხადა.

აქამდე ბელგიის სახელმწიფო მდივანმა მიგრაციის პოლიტიკისა და თავშესაფრის აღმოჩენის საკითხებში თეო ფრანკენმა განაცხადა, რომ პუჩდემონს პოლიტიკური თავშესაფარი შესაძლოა ბელგიამ გამოუყოს. მისი თქმით, ამის გაკეთება, ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად კატალონიის ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია. მიშელმა ფრანკენს აგრეთვე მოუწოდა, რომ ცეცხლზე ნავთი არ გადაასხას, ხოლო მადრიდსა და ბარსელონას კატალონიის პრობლემის მოგვარება დიალოგის საშუალებით ურჩია.

ბელგიის პრემიერმინისტრის მოადგილემ ალექსანდრ დე კრუმაც გააკრიტიკა ფრანკენი. "მსგავსი საუბრები ხელისუფლების პოზიციის შესაბამისი არაა და კიდევ უფრო ძაბავს რეგიონში შექმნის სიტუაციას. ჩვენ უფრო მეტად კი არ უნდა გავაღიზიანოთ ადამიანები, არამედ უნდა დავამშვიდოთ ისინი", – მიიჩნევს დე კრუ.

კატალონიის პარლამენტმა 27 ოქტომბერს რეგიონის დამოუკიდებლობის შესახებ რეზოლუცია მიიღო. აქედან ერთი საათის გასვლის შემდეგ კი, ესპანეთის სენატმა, ქვეყნის კონსტიტუციის 155-ე მუხლის თანახმად, რეგიონში მადრიდის პირდაპირი მმართველობა შეიყვანა და კატალონიას ავტონომიის სტატუსი შეუჩერა. იმავე დღეს, ესპანეთის პრემიერმინისტრმა მარიანო რახოიმ პუჩდემონი თანამდებობიდან გაათავისუფლა და კატალონიის ხელისუფლებაც დაითხოვა. პუჩდემონის ადგილას კი ესპანეთის ვიცეპრემიერი სორაია საენს დე სანტამარია დაინიშნა. პუჩდემონმა ესპანეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება დააიგნორა და თანამდებობის დატოვებაზე უარი განაცხადა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მადრიდისთვის დაუმორჩილებლობის გამო პუჩდემონს თავისუფლების აღკვეთა ელის.

კომენტარები
იტვირთება...