ბელგიის პოლიცია:არ გამოიყენოთ Facebook-ის ემოციები პირადი ინფორმაციის დაცვის მიზნით

ბელგიის პოლიცია მოქალაქეებს აფრთხილებს პირადი ინფორმაციის დაცვის მიზნით, Facebook- ის ახალი რეაქციები არ გამოიყენოს. როგორც ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი წერს, აღნიშნული ინფორმაცია ბელგიის პოლიციის ვებგვერდზე გავრცელდა.

"ემოციები ხელს უწყობს არა მხოლოდ თქვენი გრძნობების გამოხატვას, ამავე დროს ის ეხმარება Facebook-ს განსაზღვროს თქვენს პროფილზე შემოთავაზებული რეკლამების ეფექტურობა“,-ნათქვამია განცხადებაში.

სამართადამცველების განმარტებით, სოციალურ ქსელის ახალ ემოციას შეუძლია მომხმარებლების განწყობა განსაზღვროს და მას რეკლამა შესთავაზოს. მიმდინარე წლის თებერვალში, Facebook-მა   სიცილის, გაოცების, რისხვის, სიყვარულის  განახლებული ღილაკი შესთავაზა მომხმარებელს.

Facebook-ის ადმინისტრაციამ დაადასტურა, რომ მომხმარებლის მიერ კონკრეტული ემოციის გამოხატვისას მას სხვა მსგავს პოსტებსაც შესთავაზებს. Facebook-მა განაცხადა, რომ მანამდე სხვა ემოციები გამოსცადა, თუმცა მას შემდეგ მოხსნა, რაც ტესტირებამ აჩვენა, რომ ის მომხმარებლებმა არ მიიღეს. კომპანიამ აღიარა, რომ  ემოციების გამოხატვა  მარკეტინგის ერთგვარი მეთოდია, რომელიც ბიზნესისთვის გამოიყენება. 

"ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არის შესაძლებლობა ბიზნესისა და გამომცემლებისთვის, რათა უკეთ გავიგოთ, თუ როგორ რეაგირებს ხალხი მასზე" -ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...