ბელგიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 37-მდე გაიზარდა

ბელგიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 37-მდე გაიზარდა, კიდევ ექვსი ადამიანი დაიკარგა, იუწყება DPA ახალი ამბების სააგენტო.

მთავრობის კრიზისულმა ცენტრმა ბელგიაში პარასკევს გაავრცელა გაფრთხილება, რომ 24-25 ივლისს ქვეყანაში მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს წყალდიდობა ქვეყნის სამხრეთით. ცენტრის განცხადებაში ხაზგასმულია, რომ წყალდიდობის საშიშროება გამოწვეულია ინფრასტრუქტურისა და წყალსადენების განადგურებით, აგრეთვე 14-16 ივლისს ძლიერი წყალდიდობის შემდეგ სამხრეთით მდინარის კალაპოტების გაჭედვით.

”სამხრეთით მოსალოდნელია ჭექა-ქუხილი, მაგრამ ნალექები ნაკლებად ინტენსიური იქნება, ვიდრე კოკისპირული წვიმები, რომლებმაც წყალდიდობა გამოიწვია 14 და 15 ივლისს. სტიქიის შემდეგ წყალსატევების მდგომარეობის გათვალისწინებით, გარკვეულ ადგილებში დატბორვის რისკი არსებობს”, – ნათქვამია დოკუმენტში.

კომენტარები
იტვირთება...