ბელგიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 37-მდე გაიზარდა

ბელგიაში მასშტაბური წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 37-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს. კიდევ 6 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

ვალონიის ყველაზე დაზარალებულ რაიონებში ასობით სახლი დაიტბორა, რის გამოც ათი ათასამდე ადამიანი იძულებით გადაადგილებული პირი გახდება.

საავადმყოფოებში 50-ზე მეტი დაშავებული რჩება.

კვირის განმავლობაში ბელგიის სამხრეთ პროვინციებში ძლიერი წვიმა მოვიდა, რამაც უპრეცედენტო წყალდიდობა გამოიწვია. ბელგიის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ეს წყალდიდობა ქვეყნის ისტორიაში ყველაზე კატასტროფული იყო. მან 20 ივლისი ეროვნული გლოვის დღედ გამოაცხადა.

კომენტარები
იტვირთება...