ბელგიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 36-მდე გაიზარდა

ბელგიაში მასშტაბური წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 36-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს.

32 ადამიანი გარდაიცვალა ლიეჟში, თითო ადამიანი – შარლერუასა და ლუქსემბურგის პროვინციებში, კიდევ ორი გვამი ნამიურიში აღმოაჩინეს.

ფედერალური კრიზისული ცენტრის ოფიციალური მონაცემებით, 127 ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

საავადმყოფოებში 50-ზე მეტი დაშავებული რჩება.

კვირის განმავლობაში ბელგიის სამხრეთ პროვინციებში ძლიერი წვიმა მოვიდა, რამაც უპრეცედენტო წყალდიდობა გამოიწვია. ბელგიის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ეს წყალდიდობა ქვეყნის ისტორიაში ყველაზე კატასტროფული იყო. მან 20 ივლისი ეროვნული გლოვის დღედ გამოაცხადა.

კომენტარები
იტვირთება...