ბელგიაში შეზღუდვები 1 მარტამდე გახანგრძლივდა

ბელგიაში, კორონავირუსის მეორე ტალღასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვები 1 მარტამდე გახანგრძლივდა.

ნოემბრის დასაწყისში, ბელგიის ხელისუფლებამ მნიშვნელოვნად გაამკაცრა COVID-19-ის კონტრ-ზომები.

კერძოდ, აიკრძალა ყველა კოლექტიური ღონისძიება და რელიგიური მსახურება, შეიზღუდა სტუმრების რაოდენობა, დაიხურა ბარები და რესტორნები; შეჩერებულია მომსახურება, რომელიც გულისხმობს პირდაპირ ადამიანურ კონტაქტს, გარდა სამედიცინო მომსახურებისა; დაწესებულია გარკვეული შეზღუდვები დაკრძალვის ცერემონიალებისთვის.

შენარჩუნებული იქნა მთელი რიგი ღონისძიებები, როგორიცაა კომენდანტის საათი, დისტანციური სწავლება და სხვა.

ბელგიის კომიტეტმა, რომელიც 8 იანვარს შეიკრიბა და რომელშიც შედის ფედერალური და რეგიონალური ხელისუფლების ხელმძღვანელობა, არ უზრუნველყო COVID-19 შეზღუდვის რეჟიმის საგრძნობი შემსუბუქება და გადაწყვიტა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ტემპის დაჩქარება.

“მოქმედი შეზღუდვების 1 მარტამდე გაგრძელება არ ნიშნავს, რომ მათი შესუსტება შეუძლებელია ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე”, – თქვა შინაგან საქმეთა მინისტრის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

ბელგიაში, პანდემიის დაწყებიდან მოყოლებული, კორონავირუსის ინფექციით 20,122 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების სულ 665 223 შემთხვევა დაფიქსირდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად