ბელგიაში Pfizer-ის ვაქცინის გამოყენების შემდეგ გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

ბელგიის ხელისუფლებამ გამოავლინა პირველი სიკვდილიანობა ქვეყანაში ამერიკული კომპანია Pfizer-ის მიერ წარმოებული კორონავირუსის ვაქცინის გამოყენების შემდეგ. ამის შესახებ პარასკევს RTBF იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 82 წლის მამაკაცი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, პირველი ინექციიდან ხუთი დღის შემდეგ გარდაიცვალა. როგორც ტელეარხმა აღნიშნა, ამჟამად მიმდინარეობს გაკვეთა, რომელმაც უნდა გაარკვიოს ამ ადამიანის გარდაცვალებასთან და ვაქცინაციას შორის კავშირის არსებობა, ან არარსებობა.

კორონავირუსის ვაქცინაცია ბელგიაში 28 დეკემბერს დაიწყო. პირველ ეტაპზე ვაქცინაცია ჩაუტარდათ მოხუცთა თავშესაფრების მაცხოვრებლებს, რომელთა უმეტესობა 70 წელს ზემოთ არის და მათ პერსონალს. დღეისათვის ქვეყანაში სულ 35,000 ვაქცინაცია ჩატარდა. ქვეყანაში ჯერჯერობით მხოლოდ Pfizer ვაქცინა გამოიყენება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...