ბელგიაში მკაცრი კარანტინი 15 იანვრამდე გახანგრძლივდება

მკაცრი კარანტინი, კომენდანტის საათი და სტუმრების შეკრების აკრძალვა, ბელგიაში 15 იანვრამდე გაგრძელდება, თუმცა პირველი დეკემბრიდან გაიხსნება მაღაზიები.

მაღაზიებს მკაცრი წესების დაცვა მოუწევთ. ასე რომ, ერთი მყიდველისთვის სავაჭრო ობიექტში 10 კვადრატული მეტრი ფართობი უნდა იყოს, სტუმრები მარტო უნდა მოვიდნენ, მაღაზიაში დარჩნენ არაუმეტეს ნახევარი საათისა და ატარონ ნიღბები. ამის შესახებ პარასკევს ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე დე კროომ განაცხადა, პანდემიასთან ბრძოლის ეროვნული საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ.

დაკეტილი დარჩება ყველა კულტურული, სპორტული და გასართობი ობიექტი, რესტორნები, კაფეები და ბარები.

ბელგიაში პანდემიის დასაწყისიდან ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ ნახევარ მილიონ ადამიანს გადააჭარბა. 16,3 ათასი ადამიანი გარდაიცვალა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად