ბელგიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 3000-ს გადასცდა

ამის შესახებ ინფორმაცია ბელგიის ჯანმრთელობის დაცვის ინსტიტუტის საიტზეა განთავსებული

განვლილი 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ბელგიაში გარდაიცვალა 325 კაცი, თუმცა 11 მარტიდან დღემდე გარდაცვლილთა რაოდენობა 496-ით გაიზარდა იმის გამო, რომ აღრიცხვაში შეიყვანეს 18 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით ხანდაზმულთა სახლებში კორონავირუსით გარდაცვლილი 171 კაცი.

სულ, 11 მარტიდან დღემდე, ბელგიაში გარდაცვლილია 3019 კაცი.

გარდაცვლილთა აბსოლუტური რაოდენობით ბელგია მსოფლიოი მე-8 ადგილზეა, ხოლო ყოველ მილიონ მცხოვრებზე გარდაცვლილთა რაოდენობის მხრივ (იმ ქვეყნებს შორის, რომელთა მოსახლეობის რაოდენობებიც მილიონს აღემატება) მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმეა.

ბელგიაში ყოველ მილიონ მცხოვრებზე 260 კაცია გარდაცვლილი. ამ მაჩვენებლით ის მსოფლიოში მე-3 ადგილზეა.

4 თებერვლიდან დღემდე ბელგიაში დაინფიცირების 26667 შემთხვევაა გამოვლენილი. ამ მაჩვენებლით ბელგია მსოფლიოში მე-10 ადგილზეა. ყოველ მილიონ მცხოვრებზე ინფიცირებულთა რაოდენობის მხრივ ბელგია მსოფლიოში მეოთხეა – 2301 ინფიცირებული ყოველ მილიონ მცხოვრებზე.

განვლილი 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებული 462 პირი მოხვდა საავადმყოფოში. ამავე პერიოდში საავადმყოფოებიდან გაწერეს 402 განკურნებული.

სულ, დღემდე, ბელგიაში კორონავირუსით ინფიცირებულთაგან განკურნებულია 5568 კაცი, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 20,88%

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად