ბელგიაში, კორონავირუსით 60 კაცი გარდაიცვალა, ნაკლები გარდაცვალება ბოლოს 26 მარტს იყო

მონაცემები კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვალებულთა შესახებ აღებულია პორტალებიდან”covid-19.sciensano.be” და “worldometers.info” თბილისის დროით 15:00 წუთზე

ბელგიის ჯანმრთელობის დაცვის ინსტიტუტის მიერ განვლილ 24 საათში დადასტურებული ინფიცირების და გარდაცვალების შემთხვევების შესახებ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბელგიაში გუშინ კორონავირუსით გარდაცვალებულთა რაოდენობას 60 დაემატა, წინა დღესთან შედარებით 46-ით ნაკლები.

ბელგიაში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევის დაფიქსირების დღიდან (11 მარტი) დღემდე განვლილ პერიოდში კორონავირუსით 60 კაცზე ნაკლების გარდაცვალება ბოლოს 26 მარტს იყო დაფიქსირებული

სულ, დღემდე, ბელგიაში კორონავირუსით გარდაცვლილადაა მიჩნეული 8 581 კაცი.

განვლილ 24 საათში ბელგიაში კორონავირუსით ინფიცირების 585 შემთხვევა აღირიცხა, წინა დღესთან შედარებით 6-ით ნაკლები.

სულ, დღემდე, ბელგიაში კორონავირუსით ინფიცირების 52596 შემთხვევაა დადასტურებული.

კორონავირუსით ინფიცირებულთა აბსოლუტური რაოდენობის მხრივ ბელგია მსოფლიოში მე-15 ადგილზე, ხოლო კორონავირუსით ინფიცირებულთა სიხშირიანობით ანუ ყოველ მილიონ მცხოვრებზე ინფიცირებულთა რაოდენობით (იმ ქვეყნებს შორის, რომელთა მოსახლეობაც მილიონზე მეტია) მე-4 ადგილზეა.

ბელგიაში ყოველი მილიონი მცხოვრებიდან დაინფიცირებულია 4538 კაცი. უფრო მეტი ინფიცირებული მხოლოდ კატარში (7012) ესპანეთში (5620) და ირლანდიაშია (4565).

კორონავირუსით გარდაცვლილთა აბსოლუტური რაოდენობით ბელგია მსოფლიოში მე-7 ადგილზეა. კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი ბელგიაში 16,31%-ს აღწევს.

კორონავირუსით გარდაცვლილთა სიხშირიანობით ბელგია მე-2 ადგილზეა. აქ ყოველი მილიონი მცხოვრებიდან 740 კაცია გარდაცვლილი პირველ ადგილზე ჯუჯა სახელმწიფო სან მარინოა, სადაც 33 921 მაცხოვრებლიდან დაინფიცირდა 623, გარდაიცვალა 41 და გარდაცვლილთა სიხშირიანობა ტოლია 1208-ის.

ბელგიის ჯანმრთელობის დაცვის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული ბიულეტენის თანახმად, განვლილი 24 საათის განმავლობაში ბელგიის საავადმყოფებს 76 კორონავირუსით ინფიცირებული შეემატა და ადრე ინფიცირებულთაგან განკურნებული 210 გამოაკლდა.

სულ, 15 მარტიდან დღემდე ბელგიის საავადმყოფოებში მოხვედრილი 16137 ინფიცირებულიდან 13411 განიკურნა და გაეწერა. საავადმყოფოებში ამჟამად მყოფი 2381 პაციენტიდან 502-ის მდგომარეობა კრიტიკულადაა მიჩნეული.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად