ბელგიაში, კორონავირუსის ახალი შტამების გავრცელების გამო, შემზღუდავი ზომები გამკაცრდა

ბელგიის პრემიერ მინისტრმა ალექსანდრე დე კროომ კორონავირუსის ინფექციის გავრცელების წინააღმდეგ ახალი ღონისძიების დაწესების შესახებ განაცხადა – ესაა არასაჭირო მოგზაურობების აკრძალვა.

“27 იანვრიდან შვებულების ან ტურისტული ხასიათის მოგზაურობა აკრძალულია. ეს ეხება ჩვენი ქვეყნიდან მოგზაურობას და ჩვენს ქვეყანაში მოგზაურობას. ეს აკრძალვა ძალაში იქნება 1 მარტამდე”, – განაცხადა ბელგიის ფედერალური მთავრობის მეთაურმა.

მან ღონისძიებების გამკაცრება ახსნა იმით, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გარკვეული სტაბილიზაციის მიუხედავად, სერიოზული რისკები კვლავ რჩება. მთავრობა ამ რისკებს ხედავს კორონავირუსის ახალ შტამებში, რომლებმაც უკვე შეაღწიეს ევროპასა და ბელგიაში, ისინი უფრო ინფექციურია და სიტუაციის გაუარესება შეუძლიათ.

COVID-19 პანდემიის დაწყებიდან მოყოლებული, ბელგიაში კორონავირუსით ინფიცირების 686 827 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 20 620 ადამიანი გარდაიცვალა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად