ბელგიაში გარდაიცვალა 90 წლის ქალი, რომელიც, ორი სხვადასხვა შტამით ერთდროულად იყო ინფიცირებული

ბელგიაში გარდაიცვალა 90 წლის ქალი, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, კორონავირუსის ორი სხვადასხვა შტამით ერთდროულად იყო ინფიცირებული. ამის შესახებ გამოცემა The Times of Israel წერს.

მედიის ცნობით, გარდაცვლილი კორონავირუსის “ალფა” და “ბეტა” შტამებით იყო ინფიცირებული.

მიუხედავად იმისა, რომ დაავადების საწყის ეტაპზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური იყო, ვითარება სწრაფად გაუარესდა და ხუთი დღის შემდეგ ინფიცირებული გარდაიცვალა.

გარდა ამისა, COVID-19-ის ორი შტამით ერთდროულად ინფიცირების შემთხვევა ბანგკოკშიც გამოვლინდა.

ტაილანდელმა ექიმებმა დაადგინეს, რომ პაციენტი ინფიცირებული იყო “დელტა” და “ალფა” შტამებით. ამასთან, სამედიცინო პერსონალი აღნიშნავს, რომ ასეთი 7 პაციენტია.

ორმაგი ინფიცირების შესახებ ოფიციალური განცხადება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ჯერ არ გაუკეთებია.

კომენტარები
იტვირთება...