ბელგიაში 3 ათასმა სტუდენტმა კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით აქცია გამართა

ბრიუსელის ყველა კუთხიდან 3000-მდე სტუდენტი არასანქცირებულ საპროტესტო აქციებს შეუერთდა. მათ კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში ხელისუფლებისგან უფრო ქმედითუნარიანი ნაბიჯების გადადმა მოითხოვეს. ინფორმაციას სააგენტო Xinhua ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

სტუდენტები სასწავლო დაწესებულებიდან გამოვიდნენ და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით ხელისუფლება გააკრიტიკეს. ბელგიის პოლიციის შეფასებით, საპროტესტო აქციაში დაახლოებით 3000 სტუდენტი  მონაწილეობდა.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი შეშფოთებულნი არიან იმით, რომ  ხელისუფლება კლიმატის ცვლილების საკითხებს საკმარის ყურადღებას არ უთმობს და შესაბამის ზომებს არ იღებს.

მათი განმარტებით,  კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლა “საკანონმდებლო ხელისუფლების პოლიტიკური პრიორიტეტი უნდა იყოს”. ერთ-ერთი მოძრაობა სტუდენტებს მოუწოდებს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მშვიდობიანი საპროტეტო აქციები უფრო ხშირად გამართონ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...