ბელგიაში 19 ოქტომბრიდან კომენდანტის საათი გამოცხადდება

ბელგიის ხელისუფლებამ 19 ოქტომბრიდან ქვეყანაში კომენდანტის საათის შემოღების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე დე კროომ მთავრობის საგანგებო სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“უახლოესი კვირები რთული იქნება. ჩვენ განგაშის მეოთხე დონეზე ვართ. 00:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე კომენდანტის საათი იმოქმედებს.” – განაცხადა მან.

ბელგიის ხელისუფლებამ ასევე გადაწყვიტა ნებადართული “ახლო კონტაქტების” სამიდან ერთამდე შემცირება. ახლო კონტაქტში იგულისხმება ურთიერთქმედება სხვა ადამიანთან 1.5 მ-ზე ნაკლებ მანძილზე ნიღბის გარეშე. შინ ბელგიელებს უფლება აქვთ მიიღონ არაუმეტეს ოთხი ადამიანისა, იმ პირობით, რომ ისინი იგივე ხალხი იქნება, ვინც მათ ორი კვირის განმავლობაში ნახეს. მაღაზიები შეიძლება ღია იყოს, მაგრამ ალკოჰოლის გაყიდვა აკრძალულია 20:00 საათიდან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად