ბელგია თვითიზოლაციის რეჟიმის განახლებისთვის ემზადება

ბელგიას ჯერ არ დაუწყია 4 მაისისთვის დაგეგმილი თვითიზოლაციის რეჟიმიდან გამოსვლის გეგმის რეალიზაცია.

ესპერტების ჯგუფი, რომლებმაც შეიმუშავეს აღნიშნული გეგმა, უკვე მუშაობს ხელახალი თვითიზოლაციის რეჟიმის დაწესების გეგმაზე, ახალი კორონავირუსის მეორე ტალღის შემთხვევაში.

“არ არის აუცილებელი, ტალღას შემოდგომაზე ველოდოთ, იგი შესაძლოა ზაფხულში დადგეს. ჩვენი ამოცანაა, რომ შევინარჩუნოთ სიფხიზლე და არ ვიჩქაროთ საზოგადოებრივი ცხოვრების ზედმეტად ადრე გააქტიურების მხრივ. ჩვენ უკვე ვნახეთ, თუ როგორია პირველი ტალღა. მზად უნდა ვიყოთ მეორესთვის“, – განაცხადა ერიკ ვლიგემ, ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარემ, ინფექციის სპეციალისტმა ანტვერპენიდან.

ბელგიის სამედიცინო ადმინისტრაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა COVID-19-ის მდგომარეობის შესახებ, ივ ვან ლეტემ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ბელგიაში განმეორებითი იზოლაციის რეჟიმი შეიძლება დაწესდეს.

”თუკი მეორე ტალღა იქნება ძლიერი, მაშინ შესაძლებელია კვლავ იზოლაცია და უფრო მკაცრი ზომების დაწესება,” – თქვა ექსპერტმა.

ვან ლეტემის თანახმად, თუ ადამიანები კვლავ დაინახავენ, რომ დაღუპულთა რაოდენობა იზრდება და საავადმყოფოები კვლავ ივსება, ისინი ახალ ზომებს დაიცავენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად