ბელგია ევრო 2020-ის მეორე მერვედფინალისტი გახდა

ევრო 2020-ის B ჯგუფში გუნდებმა ორ-ორ შეხვედრა გამართეს

პირველ ტურში ფინეთის ნაკრებთან განცდილი მარცხის კოპენჰანგენში, სტადიონ „პარკენზე”, ბელგიის ნაკრებთან შეხვედრაშიც წარუმატებლად იასპარეზეს მასპინძლებმა, დანიის ნაკრები ფეხბურთელებმა.

ანგარიში შეხვედრის მე-2 წუთზე იუსუფ პოულსენმა გახსნა.

55-ე წუთზე თორგან ჰაზარდმა გაათანაბრა ანგარიში, 71-ე წუთზე კი კევინ დე ბრეინემ მეორე გოლი გაიტანა დანიის ნაკრების კარში.

ბელგიის ნაკრებმა მერვედფინალში თამაში გაინაღდა, დანიის ნაკრებს კი მერვედფინალში მოსახვედრად, შესაძლოა, რუსეთის ნაკრებთან გამარჯვებამაც არ უშველოს.

შეგახსენებთ, რომ მერვედფინალში ჯგუფებიდან 1-2 ადგილზე გასულ გუნდებთან ერთად 4 საუკეთესო მესამეადგილოსანი ითამაშებს

ბელგია 2 თ → 6 ქ

ფინეთი 2 თ→ 3 ქ
რუსეთი 2 თ → 3 ქ
დანია 2 თ → 0 ქ
კომენტარები
იტვირთება...