ბელგია COVID19-ის ვაქცინის 7.5 მილიონ დოზას მიიღებს – თითო ვაქცინის ფასი კი 2.90 ევრო იქნება

ბელგია თავდაპირველად მიიღებს კორონავირუსის ვაქცინის 7.5 მილიონ დოზას (2.90 ევრო თითო დოზა). ამის შესახებ ნათქვამია ევროპულ ხელშეკრულებაში ბრიტანულ ფარმაცევტულ კომპანია AstraZeneca-სთან. აღნიშნული ვაქცინა 3.8 მილიონ ბელგიელს გაუკეთდება, პირველადი რისკის მქონე პაციენტებსა და ჯანდაცვის მუშაკებს.

გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, AstraZeneca-ს მიერ მიწოდებული თითო ვაქცინის ფასი 2.9 ევრო იქნება. ეს თანხა ნაწილობრივ დაიფარება კომისიის და ნაწილობრივ ქვეყნის მიერ.

ვაქცინა მიმოქცევაში მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაეშვება, თუ იგი მიიღებს ლიცენზიას ევროპულ ბაზარზე, რაც, მინისტრის თქმით, უსაფრთხოებისა და ეფექტურობის დიდ გარანტიას იძლევა. გარდა ამისა, ევროპაში კიდევ მიმდინარეოსბ სხვა ვაქცინებზე მუშაობა და განვითარება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად