ბელარუსში მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს

უსაფრთხოების ძალებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს მომიტინგეების დასაშლელად ბელარუსის ქალაქ ლიდაში, იუწყება გროდნოს რაიონის პოლიციის დეპარტამენტის პრესსამსახური.

“თანამშრომლებმა სპეციალური იარაღი – ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. მსხვერპლი არ არის”, – აცხადებენ სამინისტროში. მათ ასევე დაადასტურეს, რომ რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავეს საპროტესტო მიტინგის დაშლის დროს.

რადიო თავისუფლება – ბელარუსმა გამოაქვეყნა დაპატიმრებების ვიდეო და იუწყება, რომ უსაფრთხოების ძალებმა “სასტიკად დაშალეს” მომიტინგეები, ზოგი ხელკეტით სცემეს.

გამოცემა Tut.by-ს ცნობით, აქციის ადგილზე სასწრაფო დახმარების მანქანები მივიდნენ. Onliner Telegram-მა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ნაჩვენებია სპეცრაზმის ჯგუფი ქალაქის ქუჩებში. მათგან არც თუ ისე შორს გოგონა ითხოვს სასწრაფო დახმარების გამოძახებას, მაგრამ გაურკვეველია, ვის სჭირდებოდა სამედიცინო დახმარება.

აქციები ასევე ტარდება მინსკში, გროდნოში, ვიტებსკში და ბელოარუსის სხვა ქალაქებში. ეს არის ულტიმატუმის ბოლო დღე, რომელიც პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ წარუდგინა პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად